კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება

უწყებათაშორისმა კომისიამ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის მეხუთე სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. შეაჯამეს საბჭოს ერთობლივი მუშაობის შედეგები. იმსჯელეს რეკომენდაციებზე, რომლებიც საბჭოს სახელით გაეგზავნება როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტს.