კონტრტერორისტული ოპერაცია
საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის წევრი დააკავეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსთავში აიყვანეს. მას ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა. გამოძიების მასალების მიხედვით, დაკავებული 11 წლის წინ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა, სადაც მნიშვნელოვანი აქტივობებით იყო დაკავებული. არსებობს დაკავების ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა, ჩატარებულია ჩხრეკაც. სუს-ის ინფორმაციით, ძებნილი მამაკაცი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე კვალიფიციურ ცოდნას ფლობს. ახლა დაკავებული მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება. პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როდის და რა მიზნით ჩამოვიდა „აისისის“ წევრი საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქვეყანაში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შემოვიდა.