კონტროლირებადი აფეთქება მაიამის სანაპიროზე 

თვითმხილველები მაიამიში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ.

27-მდე გაიზარდა საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. გამომძიებლები მომხდარის მიზეზებს ამ დრომდე იკვლევენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 40 წლის წინ აშენებულ კორპუსში სამი წლის წინ ჩატარებული მონიტორინგის დროს გარკვეული სამშენებლო ხარვეზები იპოვეს, თუმცა უცნობია, გასწორდა თუ არა მითითებული ხარვეზები. ნანგრევების ქვეშ 120 ადამიანია მოყოლილი. მათი სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ განახლდა. ჩემპლეინის საცხოვრებელი კორპუსიდან აღარაფერია დარჩენილი. შტორმის საფრთხის გამო ნგრევას გადარჩენილი ფლიგელი წინასწარ შემუშავებული გეგმით ააფეთქეს.