დასავლეთ ნახევარსფეროში გლობალური მეტოქეების – რუსეთის და ჩინეთის შესაკავებლად, აშშ დანიის ავტონომიური მხარის, გრენლანდიის დაუფლებას ცდილობს. გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ვაშინგტონი სხვადასხვა სცენარს განიხილავს და ამტკიცებს, რომ კუნძული ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. შტატების პრეტენზიები ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია. ბრიუსელის პოზიცია შემდეგნაირია: არქტიკაში უსაფრთხოება უნდა იყოს მიღწეული კოლექტიურად, ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვით. ევროკავშირმა უკვე განიხილა, როგორი იქნება პასუხი, თუ გრენლანდიის დაკავების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარა რეალობად იქცევა.