გრენლანდიის გამო აშშ-სა და დანიას შორის ურთიერთობა მწვავდება.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩი დაიბარეს. ოფიციალურ კოპენჰაგენს აინტერესებს, რისთვის დანიშნა ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც თავის მხრივ კუნძულის ამერიკის ნაწილად ქცევის გეგმას აანონსებს. დანიიდან და გრენლანდიიდან ვაშინგტონს გამაფრთხილებელ გზავნილს უგზავნიან და პირდაპირ ეუბნებიან, რომ კუნძული მხოლოდ გრენლანდიელებს ეკუთვნით. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას დანია სამეფოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად აცხადებს. ამჟამად დანიის დაქვემდებარებაში არსებულ ავტონომიურ კუნძულს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს დონალდ ტრამპი. დანიას და გრენლანდიას მხარდაჭერას უცხადებს ევროპის ქვეყნების ნაწილი.
დიპლომატიური დაძაბულობის ახალი ეტაპი და კუნძულზე ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები – მარიამ რობაქიძის რეპორტაჟი.