კონტროლი დასავლეთ ნახევარსფეროზე – აშშ-ს გეოპოლიტიკური გეგმები
ამერიკული სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა ვენესუელაში. დღეიდან პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფიცი დადო. თავის მხრივ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელ პირად საკუთარ თავს აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც ვენესუელის ახალ მმართველს გამაფრთხილებელ გზავნილს უგზავნის და თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში მორიგი სამხედრო ინტერვენციით ემუქრება. მანჰეტენის სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად ნიუ იორკის ციხეში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მძიმე დანაშაულებში, მათ შორის ნარკოტერორიზმში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პირველი ლედის მორიგი სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება. 2 იანვარს გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის გამო კითხვები აქვთ კონგრესში – ცალკეული სენატორები ამერიკის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ნებართვის არარსებობაზე მიუთითებენ. აშშ-ის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ გაეროდან. როგორ აპირებს ტრამპი ვენესეულის მართვას – უკვე ცნობილია იმ ამერიკელ მაღალჩინოსანთა სია, რომლებიც ქვეყნის მართვის პროცესში იქნებიან ჩართულები.