კონტრაბანდის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილება

კონტრაბანდის საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებიდან ერთ-ერთი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეა. ასევე დაკავებულია ბურჭულაძის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, ნუგზარ ცაბაურაშვილიც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს კომპანიის დირექტორი – მარიამ არჩემაშვილი, ასევე, ნუგზარ ცაბაურაშვილი და ვიქტორ აბაიმოვი. რაც შეეხება ბუჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს და ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხეიძემ სასამართლო პროცესზე დაწყებაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ორი მილიონ 176 ათას ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს რეალიზაციის მიზნით ინახავდნენ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.