კონტეინერმზიდით ჩაკეტილი სუეცის არხი 

კონტეინერმზიდი გემის მიერ სუეცის არხის ჩაკეტვამ გლობალური ვაჭრობა და ტვირთბრუნვა შეაფერხა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია. გემის მფლობელი იაპონური კომპანია ბოდიშს იხდის და იმედოვნებს, რომ ვითარება მალე გამოსწორდება. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხომალდის გათავისუფლებას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. სხვადასხვა მეთოდით სატვირთო ხომალდის გამოყვანის მცდელობა ჯერ უშედეგოა.