კონსულტაციის სერვისი მოზარდებისთვის

15:31, 14.07.2020

აზარტულ თამაშებსა და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა.

ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელი დღეს ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი