კონსულტაციების მოლოდინში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომამ გააჩინა კითხვა – მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კრიზისი რეგიონში.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კონსტრუქციულად წარიმართება აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები და ვის შეარჩევს პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატად.

თუ კონსულტაციების შედეგად გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატურა  21-კაციან უმაღლეს საბჭოში 11-ის თანხმობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტს კანდიდატის წარდგენა მეორედ შეუძლია. მეორედ ჩავარდნის შემთხვევაში კი სახელმწიფოს მეთაურს უფლება აქვს, პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით მიმართოს.