კონსულტაციები სტრუქტურულ ცვლილებებზე

კონსულტაციები მმართველ გუნდში – დღე მეორე.

ამ წუთებში პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმყოფება და დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავს. შეთანხმების მისაღწევად დრო ცოტა რჩება-საკანონმდებლო პაკეტი, რომელთა საფუძველზე სამინისტროების რაოდენობა 11-მდე უნდა შემცირდეს, მთავრობიდან პარლამენტში მომავალ კვირას უნდა გაიგზავნოს. საუბარია სამ სამინისტროზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა უწყებებთან გაერთიანდებიან. თუმცა დეპუტატებს გარკვეულ საკითხზე შენიშვნები აქვთ.

რა ფორმით მოხდება უწყებების შერწყმა და მოჰყვება თუ არა პროცესს კადრების შემცირება – ქეთი ქაშაკაშვილი ელოდება კონსულტაციების დასრულებას.