კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის

თბილისში პირველად, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის მიმდინარეობს. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ გახსნა. კონსულტაციების მთავარი მიზანია, ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატების შექმნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სამუშაო დონეზე. აღნიშნული ფორმატები მოიაზრება როგორც საგარეო საქმეთა, ისე სხვადასხვა სექტორულ სამინისტროს შორის, ევროინტეგრაციის თემებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით. კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებას მოყვა.