კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით

ეყოლება თუ არა ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო კანდიდატი, – საკითხზე პარტიაში კონსულტაციები კვლავ გრძელდება. პრემიერის განცხადებით, შეჯერებულ პოზიციას გუნდი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ „ოცნებას“ არაერთი ღირსეული კანდიდატი ჰყავს, თუმცა დემოკრატიის განვითარებისთვის შესაძლოა მმართველმა გუნდა კანდიდატი არჩევნებზე საერთოდ არ წარადგინოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს ან პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციას დაუთმოს.