კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან

„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში კონსულტაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. „ლელოს“ წარმომადგენლის შეფასებით, ხალხის ძალის მიერ ინიციირებული ორივე კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, ვინაიდან ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამერიკული კანონი შეეხება მხოლოდ ლობისტების აგენტებად დარეგისტრირებას და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ავალდებულებს. „ლელოს“ წევრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით, საბოტაჟს გამოუცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, ასევე საფრთხის წინაშე დადგება სამოქალაქო საზოგადოება, მედია თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატია. აღნიშნულ საკითხზე პარტია „ლელოს“ წევრები მესამე სექტორთან კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს.