თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმები
„ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია საერთო კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს აგრძელებენ. მათი შეფასებით, ბოიკოტში ყოფნა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ბადრი ჯაფარიძემ, სადაც აღნიშნავს, რომ არ მისცემენ უფლებას „ქართულ ოცნებას“ მათთვის კომფორტულ გარემოში ჩაატაროს კენჭისყრა და ბრძოლას გააგრძელებენ.
მიღებული გადაწყვეტილებისთვის კი მათ ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები აკრიტიკებენ. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს ნაბიჯი საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.