კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში“

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში, სადაც მმართველი გუნდის წევრები გაფართოებულ ფორმატში მსჯელობდნენ, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაახმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს რომელიმე სხვა კანდიდატს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდება.

დატოვე კომენტარი