კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში”

შესაძლოა, სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყოს ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2018 წლის არჩევნები მმართველი გუნდის კანდიდატის გარეშე ჩაივლის. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, საპარლამენტო უმრავლესობის სრული შემადგენლობისა და მთავრობის წევრთა კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

„ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას მაღალი დემოკრატიული სტანდარტებითა და პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებით ხსნის.

რომელ დამოუკიდებელ  კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი ძალა და ეყოლება თუ არა საერთოდ ფავორიტი „ქართულ ოცნებას“ წლევანდელ არჩევნებში ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი დასახელდება.