კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში“

პარტია „ქართულ ოცნების“ ფორმირებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გრძელდება.  უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მმართველ გუნდს 2020 წლამდე პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება. ამის პარალელურად, მოლაპარაკებებს მართავენ “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი დეპუტატებიც.  გედევან ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია სხვა პოლიტიკოსებმაც დატოვონ. თუმცა კონკრეტულ გვარებს, ფოფხაძე ამ ეტაპზე არ ასახელებს.