კონსულტაციები პრეზიდენტთან

კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე.

პრეზიდენტის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. იმსჯელეს კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა შეირჩეს.

შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკურ წრეებთან, სახალხო დამცველთან და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთანაც.

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს სავარაუდოდ სექტემბერში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დაასახელებს.