კონსულტაციები პარლამენტში

უშედეგოდ დასრულდა კონსულტაციების მორიგი რაუნდი პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე ვერ თანხმდება. დავის საგანი ევროპული საქართველოს მერ მომზადებული პროექტის ის ნაწილია, რომელიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას და ამ სიაში მოხვედრილ პირთა სანქცირებას გულისხმობს.

ამ საკითხზე ქართული ოცნება ოპონენტებს საკუთარ ფორმულირებას სთავაზობს. მორიგი შეხვედრა ოთხშაბათისთვის დაიგეგმა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაირკვევა, იქნება თუ არა რეზოლუცია ორპარტიული, რის აუცილებლობას დღეს აშშ-ის ელჩმაც გაუსვა ხაზი.

შორენა ხვიჩია მუშაობს პარლამენტში.