კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებში

ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნოდ სტრატეგიას ათანხმებს. „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა ამ საკითხზე დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ეკონომიკის, თვითმმართველობის, განათლებისა და მართლმსაჯულების კუთხით საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს და იმსჯელეს, რამდენად თანხვედრაშია ეს ხედვები ერთმანეთთან. საბოლოო ერთიან სტრატეგიას ოპოზიციის ეს ნაწილი საზოგადოებას კვირის ბოლოს წარუდგენს.

 

დატოვე კომენტარი