კონსულტაციები ოპოზიციაში  

საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეჯამებულია, შესაბამისად მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაქსიმუმ ათი დღის ვადაში უნდა დაინიშნოს.

დღევანდელი მოცემულობით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ისევ უარს ამბობს. აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ, ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიციები შეაჯერეს. გაირკვა, რომ შეხვედრამ კამათის ფონზე ჩაიარა. კონსულტაციებიდან გამოსული ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მესამე რაუნდზე ხელისუფლებასთან კონკრეტული მოთხოვნებისგან შემდგარი პაკეტით მივლენ, ძალაში რჩება მათ მიერ კომპრომისად დასახელებული ვადამდელი არჩევნებიც.

ნიშნავს თუ არა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებამდე პარლამენტში შესვლას, – თემაზე ნათია ქენქაძე მუშაობდა.