კონსულტაციები ოპოზიციაში

რა გეგმა აქვს ოპოზიციას  და მოახერხებენ თუ არა   პოლიტიკური პარტიები ამჯერად მაინც ბრძოლის ერთიანი სტრატეგიაზე შეთანხმებას, როგორც ამას საპატიმროდან გამოსული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აანონსებს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი მთავარ მიზნად,  სწორედ ერთიანი ფრონტის შექმნას ასახელებს  და ამბობს რომ  ამ მიზნით შეხვედრები უკვე დაწყებული აქვს. გეგმის ნაწილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და პარტიების წარმომადგენლებთან, თუმცა ამ ეტაპზე არც თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და არც რომელიმე პარტიის ლიდერი არ საუბრობს შედგა თუ არა  კონსულტაციები და რა ეტაპზე მსჯელობა ერთიანი ფრონტის შექმნის თაობაზე.  ოპოზიციის ნაწილს დღეს ამ თემაზე არაფერი უთქვამს, თუმცა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ  მზად არიან ერთიანი სტრატეგიით ბრძოლისთვის. მორიგ ერთობაზე მსჯელობას უკვე ცნობილია რომ არ უერთდება გიორგი გახარიას პარტია, სადაც მთავარ წითელ ხაზად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებენ.  წარსული გამოცდილების გათვალისწინებთ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ   ოპოზიციის გაერთიანების მორიგი მცდელობაც წარუმატებელი  აღმოჩნდება.