ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები გრძელდება – მსჯელობის საგანია დოკუმენტიც, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტებმა ახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ უნდა იხელმძღვანელონ. ოპოზიციურ პარტიებში საერთო მიზანზე თანხმდებიან, თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელი გზები ჯერ ისევ განხილვის საგანია.
სწორედ ბუნდოვანების გამო აკრიტიკებენ კოლეგებს პარტია „გირჩში“, სადაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის სტრატეგია მკაფიო და გასაგები უნდა იყოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს – ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს ახსენებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა და ხელახალი არ იქნება.
ლიზი ჩიმჩიური დეტალებით.