პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა – ასეთია ოპოზიციის გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ბარიერგადალახული პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა. მანამდე ერთი შეხვედრა დილით შედგა. დისკუსიას არ დასწრებია გიორგი გახარიას გუნდი. ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები და ამისთვის რა ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციაში ამ მიმართულებით განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ამბობენ, რომ მთავარ პრინციპებზე თანხმობა მიღწეულია. მსჯელობის კიდევ ერთი თემაა პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა.