კონსულტაციები ოპოზიციაში

ოპოზიციის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აქტიურდება კოორდინაციის გაძლიერების საკითხი.

ხელახალი არჩევნების მისაღწევად სტრატეგიაა ქვეყნის შიგნით უწყვეტი პროტესტი და ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია. ახლა მთავარი ყურადღება 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული. ვრცელდება ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური სუბიექტის ერთობლივი განცხადება, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად, შესაბამისად ოპოზიციის მხრიდან არალეგიტიმურად ცხადდება შაბათს ჩანიშნული არჩევნებიც, როცა ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით, 300 ხმოსნით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ანალოგიური შინაარსისაა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის მიერ ცალკე გავრცელებული განცხადებაც. გახარია დანარჩენი ოპოზიციის სახელით გამოქვეყნებულ წერილს ამჯერადაც არ შეუერთდა. ოპოზიციონერ აქტორებს გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტთან კოორდინაცია და ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციები საკმარისად არ მიაჩნია.