რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ სახალხო დამცველის კანდიდატურები – ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გვიან ღამემდე მსჯელობდნენ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, აუცილებელია, შეირჩეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები იქნებიან. მესამე სექტორი შეთანხმდა, რომ კანდიდატურებს სამოქალაქო სექტორი უახლოეს დღეებში წარადგენს. შეხვედრა „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში გაიმართა.