კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში

მთავარ პროკურორთან ერთად ასარჩევია აჭარის მთავრობის ახალი მეთაურიც.

მმართველი პარტიის კანდიდატურა უკვე ცნობილია. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა პატარაძის შემცვლელად ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს წარადგენს.

თორნიკე რიჟვაძე უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მას შემდეგ, რაც კანდიდატებს უმაღლეს საბჭოში მყოფი სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დაასახელებენ, პროცესში პრეზიდენტი ჩაერთვება, რომელიც საბჭოს დეპუტატებთან კონსულტაციების შედეგად ერთ-ერთ კანდიდატურას შეარჩევს და დასამტკიცებლად საბჭოს წარუდგენს.