კონსტრუქციული ახალი ამბები

კონსტრუქციული ჟურნალისტიკა და მისი როლი დემოკრატიის მშენებლობაში – პირველი არხის მოწვევით საქართველოს დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი სტუმრობს.

ვიზიტის მთავარი მიზანი ახალი ამბების გაშუქების იმ ახალ მიდგომასა და სტანდარტზე მსჯელობაა, რომელსაც ჩვენი ტელევიზია პრაქტიკაში უკვე იყენებს. საუბარია დანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით მოქმედ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე, რომელიც მაყურებლისთვის პრობლემის ჩვენებასთან ერთად მისი გადაჭრის გზების შეთავაზებას გულისხმობს და მედიის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენების ნაცვლად საზოგადოების გაერთიანების იდეას ემსახურება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, რომელიც ბუნებრივია, მედიაზეც პირდაპირ აისახება, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.