კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმე

21:03, 08.11.2025

ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და სისხლის სამართლებრივი დევნა წინასწარი პატიმრობის გარეშე. ოთხი მუხლი, რვა პოლიტიკური ლიდერი და ოცდათექვსმეტტომიანი საქმე – ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, პოლიტიკოსთა განცხადებები, ექსპერტიზის დასკვნები. საქმეში დევს ელენე ხოშტარიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის საუბრის აუდიოვერსიაც, რომლის ავთენტურობაც პროკურატურამ, სხვა ბრალდებებთან ერთად, სასამართლოში უნდა დაადასტუროს. ადვოკატებისთვის გადაცემული მტკიცებულებების მიხედვით, აქციებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზება რაციების საშუალებით ხდებოდა.

პროკურატურამ უარი თქვა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოეთხოვა იმ ლიდერების მიმართ, რომლებიც უკვე ციხეში არიან სხვა ბრალდებებით, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს კი სასამართლომ გირაოდ მილიონი ლარი შეუფარდა. მუქარის შემცველი წერილი გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილმა, ის სხვა პოლიტიკოსების მსგავსად ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, ხოლო მმართველი გუნდი სტრასბურის სასამართლოში ამისამართებს ყველას, ვისაც სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ოთხი სხვადასხვა მუხლითაა კვალიფიცირებული.

მსგავსი