კონსტიტუციის დღე
ქვეყანა ისტორიულ დღეს აღნიშნავს. საქართველოს უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა. 1995 წელს პარლამენტმა კონსტიტუცია 159 ხმით დაამტკიცა – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული სადამფუძნებლო დოკუმენტით ქვეყნის მმართველობის ფორმა და პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის ძირითადი პრინციპები განისაზღვრა. წლების განმავლობაში საკონსტიტუციო ნორმები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა ცხრა წლის წინ გატარდა – შეიცვალა მმართველობის ფორმა და ახლებურად გადანაწილდა ხელისუფლების პირველ პირთა უფლებამოსილებები. გაძლიერდა საკანონმდებლო ორგანოს როლი, ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა, შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის და პარლამენტის დაკომპლექტების წესიც. საკონსტიტუციო დონეზეა გამყარებული ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების უზრუნველყოფაც.