კონსტიტუციის დღე

საქართველოს უზენაესი კანონის დამტკიცებიდან 30 წელი გავიდა.

კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტია, საქართველოს პარლამენტმა 1995 წელს დაამტკიცა. დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო – ასე განისაზღვრა საქართველოს სტატუსი კონსტიტუციის პირველივე თავში, რომელიც ასევე მოიცავს მუხლებს ქვეყნის მმართველობის ფორმის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. გაიხსენეს  ქვეყნის მთავარი კანონის მიღების ისტორია და ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში არაერთხელ განხორციელდა.