კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

კულტურის მინისტრმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის შენობა-ნაგებობები დაათვალიერა. მუზეუმის ტერიტორიაზე დაგეგმილია საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის კულტურის ცენტრის აშენება. სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვა 2020 წელს გაიცა, შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოდა სახლსა და მარანს. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სახლ-მუზეუმის ხის შენობა აღნიშნულ ადგილას 1983 წელს სხვა სოფლიდან გადმოიტანეს. ობიექტი სამუზეუმო ფუნქციას 1987 წლიდან ასრულებს.