კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილის აღნიშვნა

18:43, 15.05.2026

აბაშაში დღეს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშაში სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა 2026“ მიმდინარეობს. დღესასწაული ეროვნული გმირების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში დაიწყო, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს კლასიკოსის ბიუსტი. კონსტანტინეობა 2026 ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში მუზეუმის დათვალიერებით გაგრძელდება. ასევე გაიმართება ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციებისა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენა. დღესასწაული ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით დასრულდება. დიდი ქართველი მწერალი, კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია 1891 წლის 15 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.

მსგავსი