კონსერვატორიაში მერაბ ებრალიძის საიუბილეო საფორტეპიანო საღამო გაიმართება
დღეს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ამერიკაში მოღვაწეობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, მერაბ ებრალიძის საიუბილეო, საფორტეპიანო კონცერტების საღამო გაიმართება. მისი სტუდიის მოსწავლეებთან ერთად, სცენაზე წარდგება თბილისის საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ჟორდანიას ხელმძღვანელობით.
ქეთი ღამბაშიძის ჩართვა.
https://1tv.ge/show/dghe-pirvel-arkhze/