კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს.

აკადემიურმა საბჭომ თანამდებობაზე ოთხი ხმით პირველივე ტურში ნანა შარიქაძე აირჩია. საბჭომ დღეს რექტორობის მსურველი ოთხი კანდიდატის პროგრამა მოისმინა.

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ნანა შარიქაძე კონსერვატორიას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დატოვე კომენტარი