კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია

ბუდაპეშტი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე მსჯელობის მთავარი საკითხებია ტრადიციული ღირებულებების დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ფასეულობების გაძლიერება და ცივილიზაციის გადარჩენა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ისტორიულ, ქრისტიანულ და ოჯახურ ღირებულებებსა და იდენტობაზე ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე გაჟღერდა ამერიკის პრეზიდენტის ვიდეომიმართვაც, მონაწილეებს მიმართა თავად მასპინძელი ქვეყნის პრემიერმაც.

თამარ წიკლაური აშუქებს ვიზიტს.