სამძიმრით დაიწყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა უნგრეთში. ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის დედაქალაქში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“ დაესწრო, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ილია მეორის როლზე ქვეყნისა და ერის ისტორიაში და „სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურა“ უწოდა.
პრემიერი სულ რამდენიმე საათით იმყოფებოდა უნგრეთში, ვიზიტი დასრულებულია, კონფერენციის დეტალებსა და პოლიტიკურ გზავნილებზე უფრო მეტს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.