კონრად ადენაუერის ფონდის განცხადება – გამოხმაურება

15:11, 02.10.2026

კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა, – ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა და ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. „თბილისში ჩვენი საგარეო ოფისის დახურვა, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც კონრად ადენაუერის ფონდს, ადგილზე საკუთარი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია. 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა. ფონდი აცხადებს, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს პირობებში, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესაქმნელად, უშედეგო აღმოჩნდა. პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიასთან.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ფონდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დახურვის შესახებ, ეხმაურებიან მმართველ გუნდში.

მსგავსი