კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“

კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულები დააჯილდოეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენაა.

მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში ეძლევათ ათი სათაური, მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა. სათაურები შეიძლება ეხებოდეს: ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ფილოსოფიასა და ხელოვნებას. კონკურსს ჯამში 15 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის იდეის ავტორი გია მურღულიაა.