კონკურსის „მე - მეხანძრე მაშველის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილი საბავშო კონკურსის „მე – მეხანძრე მაშველის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი 26 მაისიდან მიმდინარეობს. მას ორი გამარჯვებული ჰყავს.

მეხანძრე მაშველებმა მოსწავლეებს სახანძრო-სამაშველო განყოფილებაშიც უმასპინძლეს, სადაც გამოფენაც მოეწყო. პატარა სტუმრებმა სახანძროს შენობა და მუზეუმი დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.