კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

„ნამდვილი თუ მოგონილი?!“- კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა. კონკურსში, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ 145 საკონკურსო ნაშრომიდან სამი საუკეთესო შეარჩია და გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. კონკურსის წესების თანახმად, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია.