კონკურსი - „ვწერ თავისუფალ თემას“

„ვწერ თავისუფალ თემას“- ლიტერატურული კონკურსის პირველი ტური დღეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა. მასში 1200 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, ასევე ჰუმანიტარულ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. პირველ ტურში ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო თხზულებათა ავტორი მოსწავლეები მეორე ფინალურ ტურში გადავლენ, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდება.

კონკურსი ფილოლოგიის დოქტორის, გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით მრავალი წელია ტარდება. 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი და ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტია.