კონკურსი „ოსკარზე“ ქართული ფილმის შესარჩევად
„ოსკარზე“ წარსადგენი ქართული ფილმის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა ეროვნულმა კინოცენტრმა.
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 21 აგვისტოს 17:00 საათამდე. საუკეთესო ფილმს სპეციალური ჟიური ფარული კენჭისყრით 14 სექტემბრამდე გამოავლენს. „ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ნამუშევრის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე მოხდება.