კონკურენციის სააგენტოს განცხადება “სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით

15:18, 15.12.2017

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის  განცხადებით, სააგენტო კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას არ მიიღებენ.

ნოდარ ხადურის თქმით, სააგენტოში  საჩივარი 12 დეკემბერს შევიდა, მეორე დღეს კი საჩივარი სააგენტომ მხარეებს გადაუგზავნა.

მოკვლევის დაწყებისთვის ერთთვიანი ვადა არსებობს, თუმცა მოპასუხე მხარეებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უწყება ეცდება მოკვლევა უფრო ადრე დაიწყოს.

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

მსგავსი