საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მსოფლიო ბანკის ჯილდოს მფლობელია.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სააგენტო ედინბურგში მიმდინარე კონფერენციაზე დააჯილოვდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მედიკამენტების ფასების კვლევა და მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილებაა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია წამლების ფასების შეთანხმებულ დადგენაში ორი წლის წინ დაადანაშაულა და 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. ახლა საბოლოო გადწყვეტილება სასამარლთომ უნდა მიიღოს, თუმცა ექპსერტები მონიტორინგის შედეგებს პრეცედენტულად უკვე აცხადებენ და მოლოდინი აქვთ, რომ სამომავლოდ მომხმარებელი მეტად დაცული იქნება.