კონკურენციის სააგენტოს დასკვნა

ბრალდება, რომლის დადასტურების შემთხვევაში, პრემიერი გადადგომის პირობას დებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გია გაჩეჩილაძის ბოდიშს ითხოვდა.

თვე-ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, მომღერალ გაჩეჩილაძის სიძის კომპანიის საჩივარზე წინასწარი დასკვნა ცნობილია. კონკურენციის სააგენტომ დაასკვნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების ცენტრს 2017 წლის აპრილში ჩატარებული ტენდერის დროს კონკურენციის პირობები არ დაურღვევია. თუმცა, ახლა ამავე სააგენტოში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა სიტროინ ჯგუფის მიერ დასახელებული ექვსი კომპანიის მხრიდან ე.წ. კარტერულ გარიგებებს ადგილი. მათ შორისაა ის კომპანიაც, რომელსაც გაჩეჩილაძე სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ინტერესებს უკავშირებდა.

გია გაჩეჩილაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.