ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს. პანელური დისკუსია, სახელწოდებით – „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის დროს, იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ყურადღება დაეთმო მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და კონკურენტული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.