კონგრესმენი ნენსი პელოსი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

12:11, 14.03.2018

საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ – საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას.

ნენსი პელოსიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობას და მოახდენს რუსეთის აგრესიის პრევენციას.

მსგავსი