გიგი უგულავას საქმე - გამოხმაურება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი: „გიგი უგულავა დააპატიმრეს და 38 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”, – წერს კონგრესმენი „ტვიტერში“.

სოციალურ ქსელში საკითხზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშიმაც: „იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე“.